მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთსა და ხუტორ-ლეჟბადინში, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა იგეგმება

581

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთსა და ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა იგეგმება. ადგილბრივმა თვითმმართველობამ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 30 085 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში ძირითადად მოეწყობა სასმელი წყლის შიდა ქსელი – სტანდარტების შესაბამისად, 115 მოსახლეზე სასმელი წყლის მრიცხველები და დაახლოებით 3 კმ. სიგრძის მაგსტრალური მილმდენი. რაც შეეხება სოფელ ალგეთს, განხორციელდება სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა – სტანდარტების შესაბამისად და მოეწყობა დამატებითი სასმელი წყლის მაგისტრალური მილმდენი.

ალგეთში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს, ხოლო ხუტორ-ლეჟბადინის – 350 000 ლარს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ალგეთსა და ხუტორ ლეჟბადინში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 29-დან 31მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში შეასრულოს.