დიდუბის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე მისამართზე სადარბაზოებს აწესრიგებენ.
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, სოხუმის ქუჩის N7ა-ში, ბათუმის ქუჩის N29ა-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის 29-ე კორპუსის სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები უტარდება. ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით ეწყობა. პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 835 ლარია გამოყოფილი”, – განმარტავენ გამგეობაში.