დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის 23 მარტის დადგენილება, რომლის შედეგად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შედის.
დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ...
წინა სტატია
ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის ვიცემერი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მიერ ქრთამის აღების ფაქტს.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს უნდა იყოს გაფრთხილება მათთვის, ვისაც მსგავსი განზრახვა აქვს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისგან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით...
ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შერვაშიძის ქუჩა #53 აშენდება ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარით.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ლდს-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს.
„აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალიდან შემოვა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
,,ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც "ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი...
სენაკში მერიის ა(ა)იპის ყოფილი თანამშრომელი, მზია გადელია მერს და მაჟორიტარ დეპუტატს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2012 წლიდან "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო, თუმცა დაახლოებით 3 წელია ხელისუფლებას საჯაროდ აკრიტიკებს და ოპოზიციის აქციებში მონაწილეობს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გადელია აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ "ოცნებისთვის" ხმების მოგროვება 2020 წელსაც მოსთხოვეს, რაზეც უარი მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.
"4 წელია მდევნის ლევან კუპრეიშვილი და ირაკლი...
გორის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ლექსო ვალიაურმა გორის მერიას სასამართლო დავა ბოლო ინსტანციაშიც მოუგო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვალიაურს 48 000 ლარი უნდა გადაუხადოს.
"უზენაესმა სასამართლომ გორის მერიას 48 000 ლარის გადახდა დააკისრა. დანარჩენ დეტალებზე ხვალ იქნება ბრიფინგი, სადაც ყველა კითხვას ჩემი იურისტები უპასუხებენ", - გვითხრა ლექსო ვალიაურმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სასამართლო დავა "ლექსო...
საჩხერელი ბიზნესმენი ბესიკ ივანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და მასთან დაახლოებული პირია, რომელიც რამდენიმე კომპანიას ფლობს და აქედან ერთი მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული. 2014-2020 წლებში მან სახელმწიფოსგან 4,806,345 ლარის შეკვეთები მიიღო – საჩხერიდან 3,192,552 ლარი, ხოლო ჭიათურიდან 1,077,542 ლარი და ამავდროულად, ტენდერების უმრავლესობა უკონკურენტო გარემოში აქვს მოგებული. ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" წერს.
ბესიკ ივანაშვილი საჩხერელი ინდივიდუალური მეწარმე და რამდენიმე კომპანიის მფლობელია....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება.
„უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება, არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, - განაცხადა პეტერ ნიუმანმა.
მისივე თქმით,...
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვრა.
ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვებს ყოველთვიურად 30 ლარით დაეხმარება, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს 4 თვით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დაასაქმებს და ყოველთვიურად 200 ლარს გადაუხდის.
ამასთან, ზუგდიდის მერია 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 20 ბავშვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა დაიწყო.
"თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები, ძაღლებზე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, შემდეგ კი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მარკირება (დაბირკვა)", - განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ეტაპობრივად განხორციელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ,...
ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის სიძის, დავით ხმელიძის კომპანია “შპს დევეპლიუსი” წლებია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარეგანათებას აკეთებს. შპს დევეპლუსმა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში გაიმარჯვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარეგანათების ტენდერში და სრულიად უკონკურენტო გარემოში 396,000-ლარიანი ხელშეკრულების მოპოვება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვს დეტექტორი ავრცელებს.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი 2014 წელს პირველ თანამდებობაზე დაინიშნა, შპს “დევეპლიუსმა" 32 ტენდერიდან 26-ში...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო.
გიორგი ხანიშვილის განცხადებით, „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში ადგილობრივი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა. „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება. აგროზონის ფარგლებში საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ...
პროექტის "ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთან ერთად" ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრული პროექტი "ადიგენის კულტურის ფესტივალი'' ჩატარდება, რომლის მიზანსაც ადიგენის კულტურის ღირშესანიშნაობის წარმოჩენა და შენარჩუნება წარმოადგენს.
ფესტივალში მონაწილეობის მიღებისთვის რეგისტრაცია 10 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
"მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ დაინტრესებულ პირს, ვისაც აქვს შესაძლებლობა ფესტივალზე წარადგინოს ნომერი, შეიძლება ეს იყოს ცეკვა, სიმღერა, საკუთარი ნამუშევრების წარდგენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, ლექსის მხატვრულად კითხვა
"პრექტს ,,ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთანე ერთად'' სამცხე-ჯავახეთის განვითრების ცენტრი...
ახალაგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
"„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 -დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა", - განმარტავენ მარნეულის მერიაში.
ახალგაზრდული...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.
ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
„როგორც იცით, გუშინ მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































