ამბროლაურის მერიამ მიუსაფარი ძაღლებს თავშესაფარში გადაყვანა დაიწყო

508

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა დაიწყო.

“თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები, ძაღლებზე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, შემდეგ კი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მარკირება (დაბირკვა)”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ეტაპობრივად განხორციელდება.