ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის ვიცემერი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მიერ ქრთამის აღების ფაქტს.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს უნდა იყოს გაფრთხილება მათთვის, ვისაც მსგავსი განზრახვა აქვს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისგან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს და ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.