თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭო იქმნება

965

ახალაგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

“„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 -დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა”, – განმარტავენ მარნეულის მერიაში.

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

  • ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
  • მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
  • ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;

“ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ”,  – ამბობენ მერიაში.

რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მარტამდე. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.