სტიქია ქარელის მუნიციპალიტეტში - ადიდებულმა მდინარემ სოფელ დვანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.
ასევე, წყლით დაიტბორა სამანქანო გზებიც. უხვი ნალექის გამო, მდინარის კალაპოტმა მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რეგისტრაცია გაიხსნება 55 წელს ზემოთ პირებისთვის. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ...
ქალაქი დიდი ტურისტული ამბიციებით და შეუსაბამო ინფრასტრუქტურით. ბათუმში ბევრი ისეთი შენობა დგას, რომელიც მშენებლობის შუა ეტაპზე წლებია შეჩერებულია. უსახური ნაგებობები, იმის გარდა, რომ ბათუმის იერსახეს ამახინჯებს, ნაგვის ბუდედაა ქცეული. მოქალაქეები დისკომფორტზე საუბრობენ, თუმცა როგორც ჩანს, ქალაქის მერიას ეს დიდად არ აწუხებს. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიტოვებული პროექტის მოვლან-შენახვაზე ? უწყებაში ხელს ინვესტორისკენ იშვერენ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ბათუმში, გრიბოედოვის...
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრ
სამარშრუტო ტაქსი დაბა ხარაგაულის, სოფელ თეთრაწყაროს, კიცხის, ფარცხნალისა და ბაზალეთის მოსახლეობას მოემსახურება.
მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით, ყოველდღე იმოძრავებს თეთრაწყაროდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით და პირიქით - რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფოს გავლით თეთრაწყაროსკენ. ასევე, რკინიგზის სადგურიდან კიცხის (საზოგადოებრივი ცენტრი) მიმართულებით.
რეისები განხორციელდება ასევე, კვირაში ორჯერ ფარცხნალისა და ბაზალეთის მიმართულებით.
სამშაბათს რკინიგზის სადგურიდან სოფელ...
შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს „იმედის დილაში“ განაცხადა.
„ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ, შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი დასახლებული ზონებია:
სოფელი გამოღმა ბოსლევი, სოფელი მარჯვენა რკვია, სოფელი ქველეთუბანი, სოფელი დიდწიფელა.
ზესტაფონის მერიის ცნობით, საქმიანობის სკოპინკის ანგარიშის საჯარო განხილვა დაგეგმილია 29 მარტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
"29 მარტი - 12 : 00 სთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დილიკაურის ადმინისტრაციული შენობა; 29 მარტი - 15 : 00 სთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამოღმა ბოსლევი (ჭუმბურიძეების...
ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
ამ ეტაპზე სკოლის შენობაში მიმდინარეობს ძველი ნალესის ჩამოყრა, მოხდა ძველი მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების დემონტაჟი, იცვლება შენობის იატაკი და ჭერი, პარალელურად სკოლის ეზოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ დარბაზი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს შენობაში ლიფტის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ბესტ ბილდინგ გრუპი“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 2 400...
დღეს, 24 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს კულტურის კოდექსი შეიქმნება.
დღესვე მინისტრმა მოადგილეები წარადგინა. წულუკიანის მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, იოსებ ბაღათურია და სოსო გიორგაძე.
მინისტრის თქმით, იოსებ ბაღათურია საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნას ჩაუდგება სათავეში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იგულისხმება საქართველოს კულტურის კოდექსში.
წინა სტატია
პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე ნათლად და დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს, - ამის შესახებ აღნიშნულია ვენევიის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და...
პარტიული სიის სანქცირება მისი რეგისტრაციის მოხსნით, იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება, - ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასვკნაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის შესწორების პროექტს ეხება.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კანონპროექტმა შესაძლოა, კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლება ერთდროულად შეზღუდოს.
„ხმის მიცემისა და არჩევნებში კენჭისყრის საკითხი რამდენიმე პირობაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მათ შორის პიროვნების მოქალაქეობაზე...
წინა სტატია
"სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს", — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მეწყრულ ფერდობზე საუბრისას.
კალაძე ამბობს იმასაც, რომ მეწყერსაშიშ ზონაზე დეზინფორმაცია ვრცელდება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ფაქტები გადაამოწმონ.
"სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განამვლობაში კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა, რაც ძალიან ცუდია. კიდევ ერთხლე მინდა მოვუწოდო ამ...
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში, ასტრაზენეკასა და ფაიზერის შემდეგ, ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება. ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა მკაცრი მარეგულირებლის მხირდან აღიარებულია.
"შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომლითაც მე უნდა ავცრილიყავი, ვინაიდან ანუ ჩინურთან მიმართებაში არა ერთი კითხვა არსებობს და ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჩინური ვაქცინის შემოტანის, თუმცა აქ ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ სავალდებულო უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხირდან აღიარებული. ეს ვაქცინა...
ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდოს და არასწორად იმოქმედოს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერმა ყველას ყურადღებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
„მინდა, გამოვეხმაურო მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს, ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში და არავის არ მიეცემა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყრულ ფერდობთან სპეციალური მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება. მისივე თქმით, გერმანელი ექსპერტები სთავაზობენ სადრენაჟო და გამაგრების სამუშოების განხორციელებას და მისაღები ზომები უფრო მეტად კვირის ბოლოსკენ დაკონკრეტდება, როცა კვლევის პირველადი მონაცემები იქნება.
"მონიტორინგის სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ არ გამოგვრჩეს არავითაცი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", — განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის...
თბილისის მერია კახეთის გზატკეცილზე მდებარე „სამგორის პარკის“ რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიის მიმართ, ამ მიმართულებით არაერთი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ვარკეთილის ხევის განახლების სამუშაოები, სადაც წლის ბოლოსთვის ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მაგარი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე ექნება. კიდევ ერთი ინიციატივა...
„ლელოს“ აქვს იდეა და გთავაზობთ შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“ და ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა საზღვრისპირა სოფლების მხარდასაჭერად, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის დასაცავად და გასაძლიერებლად, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, არსებობს პრაქტიკა იმისა, რომ გაყოფილი ქვეყნის ე.წ. საზღვართან იქმნება და მოქმედებს სპეციალური პროგრამები.
„გუშინ ჩვენი დროის გმირი - დათა პაპა მივაბარეთ მავთულხლართებით გაყოფილ მიწას. დათა პაპა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































