წულუკიანის ინიციატივით, საქართველოს კულტურის კოდექსი შეიქმნება

347

დღეს, 24 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს კულტურის კოდექსი შეიქმნება.

დღესვე მინისტრმა მოადგილეები წარადგინა. წულუკიანის მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, იოსებ ბაღათურია და სოსო გიორგაძე.

მინისტრის თქმით, იოსებ ბაღათურია საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნას ჩაუდგება სათავეში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იგულისხმება საქართველოს კულტურის კოდექსში.