ტიკარაძე: უახლოეს მომავალში ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება

433

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში, ასტრაზენეკასა და ფაიზერის შემდეგ, ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება. ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა მკაცრი მარეგულირებლის მხირდან აღიარებულია.

“შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომლითაც მე უნდა ავცრილიყავი, ვინაიდან ანუ ჩინურთან მიმართებაში არა ერთი კითხვა არსებობს და ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჩინური ვაქცინის შემოტანის, თუმცა აქ ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ სავალდებულო უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხირდან აღიარებული. ეს ვაქცინა ამ ეტაპისთვის არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვაქცინა ჩავთვალოთ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ. აქედან გამომდინარე, ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული.

მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.