ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი დასახლებული ზონებია:
სოფელი გამოღმა ბოსლევი, სოფელი მარჯვენა რკვია, სოფელი ქველეთუბანი, სოფელი დიდწიფელა.
ზესტაფონის მერიის ცნობით, საქმიანობის სკოპინკის ანგარიშის საჯარო განხილვა დაგეგმილია 29 მარტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
“29 მარტი – 12 : 00 სთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დილიკაურის ადმინისტრაციული შენობა; 29 მარტი – 15 : 00 სთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამოღმა ბოსლევი (ჭუმბურიძეების უბნის სტადიონი).
საჯარო განხილვის ორგანიზატორია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდება,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.