დაუსრულებელი და მიტოვებული მშენებლობები ბათუმში

1159

ქალაქი დიდი ტურისტული ამბიციებით და შეუსაბამო ინფრასტრუქტურით. ბათუმში ბევრი ისეთი შენობა დგას, რომელიც მშენებლობის შუა ეტაპზე წლებია შეჩერებულია. უსახური ნაგებობები, იმის გარდა, რომ ბათუმის იერსახეს ამახინჯებს, ნაგვის ბუდედაა ქცეული. მოქალაქეები დისკომფორტზე საუბრობენ, თუმცა როგორც ჩანს,  ქალაქის მერიას ეს დიდად არ აწუხებს. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიტოვებული პროექტის  მოვლან-შენახვაზე ? უწყებაში ხელს ინვესტორისკენ იშვერენ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ამ ნაგებობის მშენებლობა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. ადგილზე არც საინფორმაციო დაფაა და ინვესტორის ვინაობაც არავინ იცის. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ მრავალ სართულიანი  კორპუსი შენდებოდა, თუმცა, ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება. მოსახლეობის წუხს, რომ აქაურობა წამალ დამოკიდებული პირების თავშეყრის ადგილადაა ქცეული.

ტურისტულ ქალაქში, კიდევ რამდენიმე დაუსრულებელი უსახური პროექტია, რომლებიც არც ჯებირითაა შემოსაზღვრული და არც ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაა მითითებული. აღნიშნულის ფონზე კი, ადგილზე, გვერდით კორპუსებში მცხოვრები ბავშვები, ხშირად, თამაშობენ. სანაპირო ზოლთან ახლოს, ამ ორი მიტოვებული მშენებლობის მიმდებარედ, არსებული ანტისანიტარია მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

მერიის,მხრიდან გაცემული მშენებლობების ნებართვების რაოდენობა, რომ უფრო მეტია, ვიდრე ექპლუატაციაში შესულის, სადაო არაა მესამე სექტორისთვის. “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ამბობენ, რომ თვითმმართველობამ კონტროლის მექანიზმი უნდა გაამკაცროს.

ქალაქში, დაუსრულებელი შენობები მრავლადაა, პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს. კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ. პრესსამსახურმა, მხოლოდ,  „სანდასუფთავების“ სამსახურში გადაგვამისამართა. აქ კი გვითხრეს, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ასეთი პროექტების შესწავლა და ინვესტორის პოვნის შემთხვევაში, მათთვის სანქციების დაკისრებაა.

ვის ეკისრება დაუსრულებელ შენობებზე პასუხისმგებლობა? ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გაცემული ნებართვის შემდეგ, შეჩერებულ და ქალაქისთვის დამამახინჯებებელ პროექტებზე, პასუხისმგებლები აღარ არიან.