ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს

901

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრ

სამარშრუტო ტაქსი დაბა ხარაგაულის, სოფელ თეთრაწყაროს, კიცხის, ფარცხნალისა და ბაზალეთის მოსახლეობას მოემსახურება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით, ყოველდღე იმოძრავებს თეთრაწყაროდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით და პირიქით – რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფოს გავლით თეთრაწყაროსკენ. ასევე, რკინიგზის სადგურიდან კიცხის (საზოგადოებრივი ცენტრი) მიმართულებით.
რეისები განხორციელდება ასევე, კვირაში ორჯერ ფარცხნალისა და ბაზალეთის მიმართულებით.

სამშაბათს რკინიგზის სადგურიდან სოფელ ფარცხნალის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება ორჯერ, დილით-10:00 სათზე, ხოლო მეორე მარშურტი განხორციელდება-14:30 საათზე, სოფელ ფარცხნალიდან ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმართულებით კი – 10:30სთ-სა და 15:00 სთ-ზე.

სოფელ ბაზალეთში, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველ ხუთშაბათს განახორციელებს მოსახლეობის ტრანსპორტირებას. რკინიგზის სადგურიდან სოფ. ქროლი ბაზალეთის საზღვრის მიმართულებით – გასვლის დრო, დილით -10:00 საათი საღამოს-17:30 საათი. ხოლო სოფელ ქროლი – ბაზალეთის საზღვრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, გასვლის დრო დილით 10:30საათზე და საღამოს 15:00 სთ-ზე.

სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული ინდ/მეწარმე შოთა აბაშიძე, სკუთარი ტრასნსპორტით, 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით განახორციელებს.