შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მიუსაფარი ცხოველების ზრუნვის პოპულარიზაციისა და ინტერმუნიციპალური სააგენტოს დაფუძნების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონში მიუსაფარი ცხოველებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სააგენტოს დაფუძნებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. "გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ და კარანტინის შენობებს, ვეტერინარულ კლინიკას, ლაბორატორიას, ვოლირებსა და ყველა სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას. სამომავლოდ, თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი...
რუსთავში სამოქალაქო მოძრაობის - "გავიგუდეთ" წევრებმა ახალი მონუმენტი დადგეს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. აირწინაღის ფორმის ლითონის კონსტრუქცია რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელი მაგისტრალის მონაკვეთზე, იაღლუჯის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, საიდანაც ქალაქისა და საწარმოო ზონის პანორამული ხედი იშლება. როგორც "გავიგუდეთს" აქტივისტმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკოლოზ მუსერიძემ განაცხადა, ქანდაკება კიდევ ერთი შეხსებაა საზოგადოებისთვის, რომ ეკოლოგიური მიმართულებით არაჯანსაღ ქალაქსა და ქვეყანაში ვცხოვრობთ. "ქანდაკების დადგმით გვინდა საზოგადოებაში ცნობიერება...
რუსთავის ბიუჯეტი 175 000 ლარით გაიზარდა და 59 750 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა შავ სიაში შეტანილი სამშენებლო კომპანიის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ მობილიზდა. მისი თქმით, კომპანია საბავშვო ბაღს აშენებდა. კავთიაშვილის თქმით, ბიუჯეტში ჯარიმის გადახდის შემდეგ შემოსული თანხა ისევ ბაღის მშენებლობას მოხმარდება. ახლიდან გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესასრულებელი კომპანიის შესარჩევად. "ეს...
კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  იმ შემთხვევაში თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ქვეყანამ, შესაძლოა, კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს. "კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება - ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას ქართული ოცნების მოქმედი წევრების გიორგი გახარიასთან შესაძლო გადასვლაზე, ასე უპასუხა: “მე არ ვიცი ბატონი გახარიას გეგმების შესახებ – მწირი ინფორმაცია გაახმოვანა. რაც შეეხება ოცნებიდან ვინმე სადმე წავიდეს – ოცნება არის წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, წარმატება, რომ 2024-ში გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მესამედ მოიგო არჩევნები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც დემოკრატიული...
პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მკაცრი პროტოკოლების შესრულებისა და ვაქცინაციის ფონზე ეტაპობრივად შემსუბუქდა რეგულაციები. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც პანდემიის მიუხედავად 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდა,...
3 აპრილს აქტივისტები "თავისუფლების მარშის" მოწყობას და კომენდანტის საათის დარღვევას აპირებენ. როგორც ღონისძიების აღწერაში წერია, ე.წ. კომენდანტის საათი აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ანგრევს ეკონომიკას და ხელოვნურად იტვირთება ტრანსპორტი. "სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია. პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ. გამოდი თავისუფლების მარშზე, დაასრულე კომენდანტი!" — აღნიშნულია განცხადებაში. მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე: ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის - საქართველო“ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ...
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება აღდგა. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მოწყობილია დროებითი დამცავი კედელი, ხოლო სამუშაოები მომავალშიც განხორციელდება. „მოირეცხა გზა და აღდგენილია მოძრაობა. დროებითი კედლის მოწყობა დასრულებულია. გამგრებითი სამუშაოები კი მომავალშიც განხორციელდება“, - განაცხადეს მერიაში. ცნობისთვის, უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში...
როგორც ამას ჩემი მანდატი ითვალისწინებს, ვაპირებ, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე, ჩემს ქვეყანას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა. ამით თორნიკე რიჟვაძემ გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო. „მინდა გითხრათ, რომ უკვე სამი წელია პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მინდა ყველა დაგამშვიდოთ, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ჩემი მანდატი ითვალისწინებს, 2024...
საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარედ სკვერი ეწყობა. "ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ამ დროისთვის, სხვადასხვა სახის ატრაქციონი მონტაჟდება, საფეხმავლო ბილიკი ეწყობა და რულონური ბალახი იგება. ასევე, ტერიტორიაზე ლედ განათების სისტემა და სკამები უკვე დამონტაჟდა, ამასთან, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე", - განმარტავენ გამგეობაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 129 892 ლარია გამოყოფილი.
თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემა იცვლება. "დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში რამდენიმე ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბაგრატიონის ქუჩის N69, 71-სა და 73-ში დაზიანებული წყალარინებისა და წყლის სიტემის რეაბილიტაცია ხორციელდება", - განმარტავენ გამგეობაში. მათივე ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 253 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს კი...
დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. მოგეხსენებათ, კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ განახორციელა 17 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. თქვენ ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის...
მთაწმინდის რაიონში, შინდისში, ჭავჭავაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, სკვერში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. "განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, დასასვენებელი პავილიონი. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ხე-მცენარეები დაირგო. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარი დაიგო. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და გარეგანათების სისტემა მოეწყო", - განმარტავენ გამგეობაში. მათივე ცნობით, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. მათ სხდომაზე ოზურგეთის მერის მიერ შევსებული დეკლარაციების ასლები წარადგინეს და განაცხადეს, რომ მერის და მისი ოჯახის შესყიდვები მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლებს. ამასთან, მათ მერი ტექნიკის პირადი მიზნებით გაქირავებაში, პანდემიის დროს კანონდარღვევით წარმოებულ ტენდერებსა და უხარისხოდ შესრულებულ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ანაკლიაში, იქ სადაც მდინარე ენგური მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ლაივპრესს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ჯებირების მოწყობის პროექტირებაზე. უკვე შემდეგ კი დაიწყება სხვა სამუშაოები. რაც შეეხება შეკითხვას დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე, მერიაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან ვითარებას: „ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები. ბუნებრივია მერია შეისწავლის იქ არსებულ ვითარებას, მაგრამ რაც ყველაზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ