3 აპრილს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მარში მოეწყობა

573

3 აპრილს აქტივისტები “თავისუფლების მარშის” მოწყობას და კომენდანტის საათის დარღვევას აპირებენ. როგორც ღონისძიების აღწერაში წერია, ე.წ. კომენდანტის საათი აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ანგრევს ეკონომიკას და ხელოვნურად იტვირთება ტრანსპორტი.

“სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია. პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ. გამოდი თავისუფლების მარშზე, დაასრულე კომენდანტი!” — აღნიშნულია განცხადებაში.

მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:

  • ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი — სირცხვილია;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი — სოცაფეთქებადროა;
  • ვაკის პარკი — გირჩი;
  • ორთაჭალა (პროკურატურის წინ) — მოძრაობა საქართველოსთვის;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით 18:00 საათზე მივლენ პარლამენტთან. 21:00 საათზე კი პარლამენტის წინ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევა კიდევ ერთხელ იგეგმება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი მუსიკა დაუკრავს.