კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ქვეყანამ, შესაძლოა, კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს.
“კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება – ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე”,-თქვა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, “ჩვენ ისეთი ნოემბერი და დეკემბერი გავიარეთ, რომ… მოჩქარეს მოუგვიანდესო, კარგი გამოთქვა გვაქვს, არა?! ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ”.
ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.