თბილისში ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

476

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარედ სკვერი ეწყობა.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ამ დროისთვის, სხვადასხვა სახის ატრაქციონი მონტაჟდება, საფეხმავლო ბილიკი ეწყობა და რულონური ბალახი იგება. ასევე, ტერიტორიაზე ლედ განათების სისტემა და სკამები უკვე დამონტაჟდა, ამასთან, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 129 892 ლარია გამოყოფილი.