რიჟვაძე: ვაპირებ, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე, ჩემს ქვეყანას

310

როგორც ამას ჩემი მანდატი ითვალისწინებს, ვაპირებ, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე, ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

ამით თორნიკე რიჟვაძემ გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო.

„მინდა გითხრათ, რომ უკვე სამი წელია პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მინდა ყველა დაგამშვიდოთ, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ჩემი მანდატი ითვალისწინებს, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას და რა თქმა უნდა თქვენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მანამდე ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან დღეს გადადგება.