შინდისში ახალი სკვერი მოეწყო

1013

მთაწმინდის რაიონში, შინდისში, ჭავჭავაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, სკვერში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა.

“განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, დასასვენებელი პავილიონი. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ხე-მცენარეები დაირგო. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარი დაიგო. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და გარეგანათების სისტემა მოეწყო”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 230 ლარი გამოიყო.