ბაგრატიონის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემა იცვლება

819

თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემა იცვლება.

“დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში რამდენიმე ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბაგრატიონის ქუჩის N69, 71-სა და 73-ში დაზიანებული წყალარინებისა და წყლის სიტემის რეაბილიტაცია ხორციელდება”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 253 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აიტი სერვისი“ ახორციელებს.

გარდა ამისა, როგორც გამგეობაში აცხადებენ, დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური ტიპის სამუშაო სამ ამხანაგობას დაუფინანსა, რითაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდება.

“პროექტი განხორციელდა ბაქრაძის ქუჩის NN4-ში, წერეთლის გამზირის NN78-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-2 კორპუსთან”, – განმარტავენ გამგეობაში.