წინა სტატია შემდეგი სტატია ბათუმის ბულვარის სანაპიროზე სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ განსახილველი საკითხების დღის წესრიგიდან ამოიღო. გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც მხარი ერთხმად დაუჭირეს. სულიკო თებიძის თქმით, საკითხის განხილვა მხოლოდ დროებით, ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, გადაიდო. „საკრებულომ დღეს საზოგადოების ზეწოლის შედეგად, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ასეთი საკითხები სწორედ საზოგადოების ჩართულობით უნდა წყდებოდეს. მე გადადებას მხარი დავუჭირე და...
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საყურადღებოა. "ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა იმ მაჩვენებელზე, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ", — თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, თუ არ გამკაცრდა პირბადის ტარებაზე, დისტანციის დაცვასა და თავშეყრაზე...
წინა სტატია შემდეგი სტატია ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯღარკავა აცხადებს, რომ წინააღმდეგია ზღვის სანაპირო კერძო საკუთრებაში გადავიდეს. მისი თქმით, ბულვარის არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ on.ge წერს. "მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და ეს გავაკეთე... სულ რაღაც ათ დღეში შემოვა უკვე განაშენიანების დოკუმენტი და დაველოდოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება პრივატ...
შემდეგი სტატია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ სანაპიროს გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ, ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის საკრებულოსთან შეკითხვევები აქვთ, კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სატუმროსთვის 15 წლის იჯარით ოთხი ჰექტარი პლაჟის გადაცემასთან დაკავშირებით და ასევე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხზე. საკითხის განხილვის წინააღმდეგ ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე გამოვიდა. „ეს არის...
ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება, თუმცა ვთვლით, რომ მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციოიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ყველა მოქმედი ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელეს. „მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეპიდემიის მატებასთან მიმართებაში. ევროპაში პირიქით, მიმდინარეობს გამკაცრებები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას, ნამდვილად...
წინა სტატია საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა - ეს ის ახალი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში აქტიურად ინერგება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის განხორციელებაც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაიწყეს, ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, საკუთარ დასახლებაში ის პროექტი განახორციელონ, რაც მათ სურთ და ამას კაბინეტებში მჯდომი ჩინოვნიკები აღარ დაუგეგმავენ. ამავე თემაზე წაიკითხეთ: პროგრამა, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ქვეყანაში მალე შემოვა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, რითაც დაახლოებით 70 მილიონი ადამიანია აცრილი. “ჯერ ერთი, „სინოფარმის“ ვაქცინა და „სინოვაკი“ რიგში დგანან, რომ დიდი ალბათობით მალე მიიღებენ ჯანმო-ს ავტორიზაციას. მეორე - საქართველოს კანონმდებლობაში არის ასეთი მუხლი, რომ საქართველოს შემოაქვს ე.წ აღიარებითი რეჟიმი. „აღიარებითი რეჟიმი“ ვრცელდება მკაცრ...
ვამზადებთ ძალიან დიდ სიახლეს, რომელსაც როცა გარეთ გამოვიტანთ, საზოგადოება იფიქრებს: „ეს ხომ ისედაც ასეა და ისედაც ასე უნდა ყოფილიყო“, მაგრამ დღემდე, ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დღიდან დაიწყო ნგრევა იმ სტრუქტურებმა, რასაც ძეგლთა დაცვის სტრუქტურები და პროფესიონალიზმი ერქვა. რა თქმა უნდა, რეფორმები საჭირო იყო, მაგრამ - არა ნგრევის ფორმით, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის...
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „მშენებლობის ამნისტიის" შესახებ, კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხევდრაში კანონპროექტის ავტორებთან ერთად, თბილისის მერიის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ბიზნესისთვის, მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა სახელმწიფომ და ბიზნესმა. ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა მეტ-ნაკლებად, ყველა პოზიციის შეჯერებით გვაქვს წამოყენებული და კანონპროექტად ქცეული,...
2020 წელს გორის მერიამ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 8 სოციალური პროექტი დააფინანსა. გორის მერიის ცნობით, პროექტების დასაფინანსებლად 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 242 572 ლარი გამოიყო. „პროექტები ითვალისწინებს: მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას; შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი); მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი); 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოინახულა და ცენტრის გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა ირმა ზურაბაშვილმა დავით შერაზადიშვილსა და ბუბა გობეჯიშვილს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა....
დაზიანებული სპორტული მოედნები ქედაში, რამდენიმე სოფელში სტადიონებზე მოშლილია ინფრასტრუქტურა, ხოლო წვიმის დროს საფარი იტბორება რის გამოც იქ ვარჯიში შეუძლებელი ხდება, მოსახლეობა აცხადებს, რომ სტადიონებისთვის რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მერიაში ამბობენ, რომ წელს გამოცხადდება რამდენიმე ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ჯამში ამაზე ქედაში 250 ათასი ლარი დაიხარჯება.
video
ხელვაჩაურის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა. ამის შესახებ ჯუმბერ ვარდმანიძემ, დღეს, დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე განუცხადა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად პროგრამები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა. სხდომაზე შენიშვნებით ოპოზიციონერი დეპუტატები გამოვიდნენ. თეიმურაზ დუმბაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ანგარიშები მერიის ა(ა)იპებმა და შპს-ეებმა, საკრებულოს, ინდივიდუალურად წარუდგინონ. დეპუტატებმა სოფელ წინსვლის მე-16 ქუჩისთვის დავით ასამბაძის სახელის მინიჭებაც განიხილეს.
video
დამისამართების პრობლემა ბათუმში. ქალაქში ხშირად ნახავთ ქუჩებს, სადაც მისამართის მიმთითებელი აბრები საერთოდ არ არის განთავსებული. ანუ არც ქუჩა წერია და არც ნომერი.  არის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ნაწილობრივ ინფორმაციას თუ ამოიკითხავთ. ამის გამო, მარტივად, შესაძლოა დაიკარგოთ კიდეც. მსგავსი ქაოსი შექმნილი ძალიან ბევრ უბანშია. განსაკუთრებით კი პერიფერიულ ნაწილში. მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები ბიუჯეტში უკვე გაწერილია. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25...
გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სვიმონ პირველის ქუჩაზე, ისტორიული კედლების რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. "საპროექტო მომსახურების პირველ ეტაპზე, გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმონ პირველის ქუჩაზე არსებული ისტორიული კედლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს საველე საკვლევ-საძიებო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად. მოახდინოს საველე მონაცემების კამერალური დამუშავება და არსებული მდგომარეობის შეფასება. აღნიშნული კვლევების საფუძველზე დაზუსტდება შესასრულებელი საპროექტო სამუშაოების ჩამონათვალი,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ