ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა

443

ხელვაჩაურის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა. ამის შესახებ ჯუმბერ ვარდმანიძემ, დღეს, დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე განუცხადა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად პროგრამები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა. სხდომაზე შენიშვნებით ოპოზიციონერი დეპუტატები გამოვიდნენ.

თეიმურაზ დუმბაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ანგარიშები მერიის ა(ა)იპებმა და შპს-ეებმა, საკრებულოს, ინდივიდუალურად წარუდგინონ. დეპუტატებმა სოფელ წინსვლის მე-16 ქუჩისთვის დავით ასამბაძის სახელის მინიჭებაც განიხილეს.