გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სვიმონ პირველის ქუჩაზე, ისტორიული კედლების რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
“საპროექტო მომსახურების პირველ ეტაპზე, გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმონ პირველის ქუჩაზე არსებული ისტორიული კედლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს საველე საკვლევ-საძიებო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად. მოახდინოს საველე მონაცემების კამერალური დამუშავება და არსებული მდგომარეობის შეფასება. აღნიშნული კვლევების საფუძველზე დაზუსტდება შესასრულებელი საპროექტო სამუშაოების ჩამონათვალი, რომელიც განხილული და შეთანხმებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან (შემსყიდველი) და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა მოახდინოს.