ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება

648

ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება, თუმცა ვთვლით, რომ მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ დონეზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციოიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ყველა მოქმედი ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეპიდემიის მატებასთან მიმართებაში. ევროპაში პირიქით, მიმდინარეობს გამკაცრებები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას, ნამდვილად არ უნდა, რომ მიმართოს ისევ, ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც ჩვენ შარშან გაზაფხულზე და ზამთარში გვქონდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მომატებულია პაციენტთა მომართვიანობა. დღესდღეობით კლინიკებში იმყოფება 1624 მოქალაქე, აქედან 68 მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა საყურადღებოა“,- აღნიშნა ტიკარაძემ.