დასახლებები ბათუმში დამისამართებისა და აბრების გარეშე

693

დამისამართების პრობლემა ბათუმში. ქალაქში ხშირად ნახავთ ქუჩებს, სადაც მისამართის მიმთითებელი აბრები საერთოდ არ არის განთავსებული. ანუ არც ქუჩა წერია და არც ნომერი.  არის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ნაწილობრივ ინფორმაციას თუ ამოიკითხავთ. ამის გამო, მარტივად, შესაძლოა დაიკარგოთ კიდეც. მსგავსი ქაოსი შექმნილი ძალიან ბევრ უბანშია. განსაკუთრებით კი პერიფერიულ ნაწილში. მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები ბიუჯეტში უკვე გაწერილია. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს, ტაქსს თუ უბალოდ სტუმრებს, ახასოფელში მცხოვრებლები, წლებია ამ ხერხით უხსნიან, როგორ უნდა მიაგნონ. მართალია,დასახლებაში ქუჩებს სახელები მინიჭებული აქვს, თუმცა, სად რომელი ქუჩა გადის, აბრებსა და მინიშნებლებს, ფაქტობრივად ვერსად იპოვით.

უმისამართო ქუჩებს და უნომრო სახლებს, ბათუმში, კიდევ ბევრგან შეხვდებით. უკეთეს შემთხვევაში, თუ მაგალითად ქუჩის შუა მოანკვეთში აღმოჩნდებით, იმისთვის რომ გაარკვიოთ რომელ ქუჩაზე ხართ, მისი დასაწყისი უნდა ეძებოთ, რადგან ბევრია ისეთი ქუჩა, რომლის დასახელებაც აბრაზე მხოლოდ დასაწყისშია მითეთებული, შემდეგ კი სახლებზე მხოლოდ ნომრებია აღნიშნული. ქალაქს არც ისეთი ქუჩები აკლია, რომლის მისამართი არც დასაწყისში იძებნება და არც ბოლოში.

პრობლემას იცნობენ, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში, თუმცა რატომღაც, მათ მოგვარებაზე აქამდე მაინც არ უფიქრიათ. ახლა ამბობენ, რომ ამისთვის ფული არ ჰქონდათ. მიუხედავად ამ პასუხისა, სააგენტოს ხელმძღვანელი გვთხოვს, ისეთი ქუჩების მიმსამართები მივაწოდოთ, სადაც დასახელება მხოლოდ ქუჩის დასაწყისში წერია. ამბობს, რომ პრობლემის დასაძლევად სახსრები, მიმდინარე წელს გამოინახება და პასუხებსაც უფრო კომპეტენტურს გაგვცემს.

ოპოზიციაში ეჭვი ეპარებათ, რომ მერიამ წლების განმავლობაში, პრობლემა უსახსრობის გამო ვერ გადაჭრა. ამბობენ, რომ ეს სოლიდურ თანხას არ ითვლის და პასუხი სასაცილოა. ასეც რომ იყოს, ოპონენეტები მერიას ერთ აპრობირებულ მეთოდს ახსენებენ, რომლითაც ქუჩებზე და სახლებზე მისამართების აღმნიშვნელი აბრების განტავსებას სრულიად უფასოდ შეძლებდნენ.

ბათუმის მერიას, ქალაქის ასი ქუჩის მონიშვნისთვის 62 ათას ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. სამუსაოები შპს “თეუ ჯგუფმა” შეისყიდა. უნდა დაამზადოს 2 000-მდე აბრა.