წინა სტატია მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის გამო ქვეყანაში სულ უფრო რთული ხდებოდა მცირე ბიზნესის შენარჩუნება, სიღნაღელ და დედოფლისწყაროელ ქალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ახალი პროექტი - "ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა" სწორედაც რომ მაშველ რგოლად მოევლინათ. პროექტი, რომელსაც GIZ, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, "კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად...
ქედაში სოფელ წონიარისში ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  პროექტის მიხედვით ხიდის სატენდერო ღირებულება მილიონ 800 ათასი ლარია. სამუშაოები აპრილის ბოლოს უნდა დაიწყოს. ხიდი მდინარე აჭარისწყლის ადიდების შედეგად შედეგად იანვარში ჩაინგრა, მას შემდეგ   სამ სოფლის აბუქეთას, ტიბეთასა და კანტაურის  100 ზე მეტი ოჯახი, შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელიც მანძილს 11 კილომეტრით აგრძელებს.
ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე - მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება რეგულაციების გამკაცრება პანდემიიდან გამომდინარე,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მიმდინარეობს მსჯელობა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებაზე. კაკაურიძის თქმით, დამატებითი შეღავათების დაწესება დეფიციტს გაზრდის, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. „მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ,...
გორში, ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოს დამონტაჟება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ განჯელაშვილი ავრცელებს. განჯელაშვილის თქმით სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება. "აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უკვე უნდა მორჩეს სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ცემენტის ჩასხმა და ძირის მომზადება, სადაც რკინის კონსტრუქცია უნდა განთავსდეს. 40 ტაბლო  ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დაიდგმება", - ამბობს არჩილ განჯელაშვილი. ინფორმაციისთვის, გორში სხვადასხვა ადგილას ელექტრო ბანერები დამონტაჟდება, საიდანაც მოსახლეობა ავტობუსების მოძრაობის განრიგზე...
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები კიდევ 11 დევნილი ოჯახისთვის აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში აშენდება. „ამ ეტაპზე, კომისიამ 11 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან...
კახეთში საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 14.8 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  პროექტის ფარგლებში დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ადგილზე დაათვალიერა. „თელავში წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით 124 კორპუსის გამრიცხველიანებასა და სამი ახალი ჭაბურღილის დამატებას, დასრულდა. სამუშაოების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ჩვენ მივიღეთ მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგება და გაუმჯობესებული გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ - ეტლები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი მაია კვეზერელი -კოპაძე და რეგიონული წარმომადგენელი თამარ მელიქია. ბენეფიციართა შორის არიან ბავშვები, ამპუტანტები და ეტლით მოსარგებლე სხვა პირები. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. გორის მუნიციპალიტეტის მერია...
წინა სტატია ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლიც მიხედვით, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. პარლამენტი ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. ინიცირებისთვის მზად არის კანონის...
საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 28 კვალიფიციური მუშაკი საქართველოს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, კერძოდ თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში აპრილიდან განაწილდება. სამინისტროს ინფორმაციით,...
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ აბასთუმანში უკვე დაასრულა წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, რეგიონში პირველად შენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ევროსტანდარტების შესაბამისად. ,,აბასთუმანში...
„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას. „� ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. � კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად...
შემდეგი სტატია პარლამენტი ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. ინიცირებისთვის მზად არის კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება. პროექტში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი. განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების პირობები. მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 118 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის...
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მცირე ეპიდაფეთქებები ხალხმრავალმა შეკრებებმა გამოიწვია და მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ეს მცირე აფეთქებები...
„ლელო“ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული ყველა კვლევა ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის მთავარი გამოწვევა რწმუნებულების ინსტიტუტია. „გვინდა გამოვეხმაუროთ კვლევას, რომლის ავტორი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. კვლევა ეხებოდა სახელმწიფო რწმუნებულების ინსტიტუტს და სახელმწიფო რწმუნებულების გაწეულ ხარჯებს 2020 წლის განმავლობაში. 2020 წლის მანძილზე, ჩვენი გადასახადებიდან 5 მლნ 500 ათასი ლარი დახარჯული იქნა სრულიად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ