საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

528

კახეთში საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 14.8 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.