გორში 31 შშმ პირს ეტლები გადასცეს

408

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ – ეტლები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი მაია კვეზერელი -კოპაძე და რეგიონული წარმომადგენელი თამარ მელიქია.

ბენეფიციართა შორის არიან ბავშვები, ამპუტანტები და ეტლით მოსარგებლე სხვა პირები.

დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 2012 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის დახმარებით 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე შშმ პირს გადაეცა.