გორში გაჩერებებზე ელექტროტაბლოების მონტაჟი დაიწყო

1230

გორში, ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოს დამონტაჟება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ განჯელაშვილი ავრცელებს.

განჯელაშვილის თქმით სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.

“აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უკვე უნდა მორჩეს სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ცემენტის ჩასხმა და ძირის მომზადება, სადაც რკინის კონსტრუქცია უნდა განთავსდეს. 40 ტაბლო  ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დაიდგმება”, – ამბობს არჩილ განჯელაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორში სხვადასხვა ადგილას ელექტრო ბანერები დამონტაჟდება, საიდანაც მოსახლეობა ავტობუსების მოძრაობის განრიგზე ინფორმაციას მიიღებს.