ქედაში სოფელ წონიარისში ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტის მიხედვით ხიდის სატენდერო ღირებულება მილიონ 800 ათასი ლარია. სამუშაოები აპრილის ბოლოს უნდა დაიწყოს.
ხიდი მდინარე აჭარისწყლის ადიდების შედეგად შედეგად იანვარში ჩაინგრა, მას შემდეგ სამ სოფლის აბუქეთას, ტიბეთასა და კანტაურის 100 ზე მეტი ოჯახი, შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელიც მანძილს 11 კილომეტრით აგრძელებს.