საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები კიდევ 11 დევნილი ოჯახისთვის აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში აშენდება.
„ამ ეტაპზე, კომისიამ 11 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი სახლი აშენდება“, – აცხადებენ სააგენტოში.