ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

483

წინა სტატია

ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლიც მიხედვით, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტი ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. ინიცირებისთვის მზად არის კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება.

პროექტში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი. განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების პირობები.

საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს 12 აპრილის სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი და ხატია წილოსანი.