გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროტურიზმი ახალი შესაძლებლობაა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ქვეყნის ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას...
ქედაში, სოფელ აქუცასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია. ახალი ხიდით როგორც აქუცის ასევე ვაიოს მოსახლე 70 ოჯახი ისარგებლებს. მანამდე ადგილობრივები საცალფეხო, ბაგირზე დაკიდული ხიდით სარგებლობდნენ.
რაც აფერხებდა სოფელში სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო ბრიგადების შესვლას. მოსახლეობა ამჯერად შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვს.
ქედის მერიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში ჩატარდება გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები. ხიდის რეაბილიტაციისთვის 923 ათასი ლარი დაიხარჯა.
ქუთაისში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის ხედვის ეტაპის საჯარო განხილვა დაიწყო. ინფორმაციას ქუტაისის მერია ავრცელებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში , ქუთაისის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის - „ქუთაისი 2040 განვითარების ხედვა“ განხილვა და შენიშვნა - მოსაზრებების მოსმენა გაიმართა.
შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტზე შპს „დისტანციური ზონდირებისა და...
კრწანისის რაიონში ორთაჭალის ქუჩაზე ახალი საბავშვო სივრცის მოწყობა დაიწყო.
"კეთილმოეწყობა ტერიტორია მთლიანი ღობით, დეკორატიული ფილებით, საბავშვო კუთხით და თანამედროვე ინვენტარით. სკვერის მოწყობის ღირებულება 68 000 ლარია", - ამბობენ გამგეობაში.
,ათივე ცნობით, კრწანისის რაიონში, 2018 წლიდან დღემდე, მოეწყო და რეაბილიტირდა 70-მდე სკვერი. ჯამში, 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა
საქართველოს მთავრობამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წელს დაიწყო და მის ფარგლებში ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია ეძლევათ. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
თავდაპირველად 2013 წელს პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, შემდგომ 2014 წელს ის 29 მილიონამდე გაიზარდა, 2015-2017 წლებში დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018 წელს 60 მილიონამდე, 2019-ში 71...
ჭილაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭილაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები გრძელდება. გეგმის თანახმად, ამჟამად ტერიტორიაზე, სადაც ასფალტი და გრუნტის გზა არასდროს ყოფილა, სანიაღვრე ქსელი და გზის დამჭერი კედელი ეწყობა. ამის შემდეგ მომზადდება გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი ჭილაიას, კაპანელის და ასათიანის ქუჩებს მოიცავს. 5 500 კვ. მ-მდე ფართობის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად 830 000 ლარია გამოყოფილი",...
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გამგეობის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პროექტია თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის გამაგრება.
"თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში 17 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ავარიულობის საკითხი მოსახლეობას მრავალი წელია პრობლემას უქმნის. პროექტის დასრულების შემდგომ, მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, კოჯორში თევზაძის ქუჩა N2-ში საყრდენი კედელი მოეწყო, რომელიც ახლომდებარე სახლებს და სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისაგან დაიცავს.
"მთაწმინდის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, რამდენიმე სახლი დგას მსგავსი პრობლემის წინაშე. შესაბამისად, კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნული სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა", - განმარტეს...
ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მეტრომშენში, ნავთლუღის დასახლება N13-ის ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო.
"პროექტის ფარგლებში, 2780 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბორდიურები და ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების ღირებულება 175 000 ლარია", - განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა. საპროექტო სამუშაოების შედეგად, ალფალტის საფარისათვის ორფენიანი საძირკველი მოეწყო.
დემეტრე თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება 700 ათას ლარს აღემატება.
პარალელურად, იგეგმება ირაკლი აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩებს შორის არსებული შენობის რესტავრაცია, რომლის ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ, დაიწყო XIX–XX სს-ის მიჯნაზე აგებული ლუკა ასათიანის ქუჩის #28-ში არსებული ძეგლის აღდგენა.
გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის 11 ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო...
წყალარინების სისტემის მოწყობის შემდეგ, ბათუმის მასშტაბით, გზების აღდგენა მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ცნობით, ასფალტის საფარის დაგება აღმაშენებელის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეიცვალა.
მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. მათი თქმით, გზების რეაბილიტაცია არსებითად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ორ მისამართზე. დაგეგმილია 12 ათასი კვმ-ის მოასფალტება.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე...
მცხეთაში გარეგანათებების, ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისიდან მცხეთაში შემოსასვლელი ხიდის მიმდებარედ მოხსნილია ასფალტის საფარი და სამუშაო პერიმეტრზე მიმდინარეობს გარე განათების ბოძებისთვის წერტილოვანი საძირკვლისა და სადენებისთვის ქვიშის ბალიშის მომზადება. მოხდება ახალი ლედ სანათების დამონტაჟება და ბეტონის საფუძველზე ბაზალტის ბორდიურების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ხის ღობეების დაზიანებული ნაწილების შეცვლა ახლით და ანტისეპტიკური საღებავით შეღებვა, რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის...
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს.
საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ნიუპოვერი" აწარმოებს.
ამ ეტაპზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები...
დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.
დევნილთა სააგანეტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
მათივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება 12 აპრილიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს.
„დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებენ ბენეფიციართა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით იწარმოებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
საცხოვრებელი სახლით მხოლოდ ხელვაჩაურის მკვიდრი ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან.
მოქალაქეების განცხადებებს ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მოქმედი სამდივნო მიიღებს.
თბილისის მერიას ღამის ეკონომიკის პროექტზე რაიმე კონკრეტული გეგმა ან სიახლე ამ ეტაპზე კვლავ არ აქვს. BM.GE ესაუბრა თბილისის მერიის ეკონომიკის საქალაქო სამსახურის უფროსს, ვახტანგ ლემონჯავას, რომელიც ამბობს, რომ რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას პანდემიაც არ იძლევა.
გარდა ამისა, დავინტერესდით, თუ რა ეტაპზეა ღამის კლუბების დახმარების პროგრამა, რომლის გაცემის პირობაც მერიამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა.
„ღამის ეკონომიკას რაც შეეხება, ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































