წყალარინების სისტემის მოწყობის შემდეგ, ბათუმის მასშტაბით, გზების აღდგენა მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ცნობით, ასფალტის საფარის დაგება აღმაშენებელის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეიცვალა.
მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. მათი თქმით, გზების რეაბილიტაცია არსებითად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ორ მისამართზე. დაგეგმილია 12 ათასი კვმ-ის მოასფალტება.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე გამოიყო.