ხელვაჩაურში ეკომიგრანტთა განცხადების მიღება იწყება

446

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებენ ბენეფიციართა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით იწარმოებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

საცხოვრებელი სახლით მხოლოდ ხელვაჩაურის მკვიდრი ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან.

მოქალაქეების განცხადებებს ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მოქმედი სამდივნო მიიღებს.