ჭილაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

862

ჭილაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭილაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები გრძელდება. გეგმის თანახმად, ამჟამად ტერიტორიაზე, სადაც ასფალტი და გრუნტის გზა არასდროს ყოფილა, სანიაღვრე ქსელი და გზის დამჭერი კედელი ეწყობა. ამის შემდეგ მომზადდება გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტი ჭილაიას, კაპანელის და ასათიანის ქუჩებს მოიცავს. 5 500 კვ. მ-მდე ფართობის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად 830 000 ლარია გამოყოფილი”, – ამბობენ გამგეობაში.