მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, კოჯორში თევზაძის ქუჩა N2-ში საყრდენი კედელი მოეწყო, რომელიც ახლომდებარე სახლებს და სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისაგან დაიცავს.
“მთაწმინდის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, რამდენიმე სახლი დგას მსგავსი პრობლემის წინაშე. შესაბამისად, კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნული სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა”, – განმარტეს გამგეობაში.
ასევე, საყრდენი კედელი მოეწყო შინდისში, ჯავახიშვილის ქუჩა N3-შიც.
“აღნიშნული პროექტი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდა, ახლომდებარე სახლებსა და გზის სავალ ნაწილს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. სამუშაოებს, მთაწმინდის რაონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 639 ლარი გამოიყო”, – განაცხადეს გამგეობაში.