ქედის სოფელ აქუცასთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდა

504

ქედაში, სოფელ აქუცასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია. ახალი ხიდით როგორც აქუცის ასევე ვაიოს მოსახლე  70 ოჯახი ისარგებლებს. მანამდე ადგილობრივები საცალფეხო, ბაგირზე დაკიდული ხიდით სარგებლობდნენ.

რაც აფერხებდა სოფელში სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო ბრიგადების შესვლას. მოსახლეობა ამჯერად შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვს.

ქედის მერიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში ჩატარდება გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები. ხიდის რეაბილიტაციისთვის 923 ათასი ლარი დაიხარჯა.