მეტრომშენში ნავთლუღის დასახლება N13-ის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო

393

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მეტრომშენში, ნავთლუღის დასახლება N13-ის ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო.

“პროექტის ფარგლებში, 2780 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბორდიურები და ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების ღირებულება 175 000 ლარია”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა. საპროექტო სამუშაოების შედეგად, ალფალტის საფარისათვის ორფენიანი საძირკველი მოეწყო.