ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

296

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს.

საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ნიუპოვერი” აწარმოებს.

ამ ეტაპზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 11 ქუჩაზე მიმდინარეობს.