კასპის მერიის ცნობით, 2021 წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯანდაცვასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების დაფინანსება 995 000 ლარით განისაზღვრა.
მიმდინარე წლის სამ თვეში მოქალაქეთა ჯანდაცვაზე 431 873 ლარია გახარჯული. კერძოდ: ონკოლოგიურ დაავადებებსა და ოპერაციებზე 80 ბენფიციარზე 42 079 ლარი, ნეიროქირურგიული და ტრამვატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საფიქსაციო საშუალებების ამოღება 12 ბენეფიციარი 4 018 ლარი, სიმსივნით დაავადებულ პირთა...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლების რეაბილიტაცია 2021 წელს განხორციელდება.
სკოლები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა (ძირითადი და საბაზო კორპუსები)
სსიპ ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო...
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დადგენილების პროექტის განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე.
სხდომას უძღვებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.
საკრებულოს წევრებს...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუმაცხოვსა და ქინძათში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხაშურის მერიის ცნობით, დუმაცხოვში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. რეაბილიტირებული გზით 200-ზე მეტი ადგილობრივი და სოფლის სტუმარი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 707 ათასი ლარია. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "იბოლია"ასრულებს.
814 998 ლარი დაიხარჯება სოფელ ქინძათში გზის მოასფალტების პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ორწლიანია. მისი განხორციელების...
საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგეობაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამსახურდიას გამზირი N15-ში სამივე სადარბაზოში ლიფტები განახლდა და ახლა სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს. ასევე, ლიფტები რეაბილიტირდა დოლიძის ქუჩა N10 კორპუსშიც.
აღნიშნული პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 164 683 ლარით დაფინანსდა.
გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირი N1, N3-სა და ცინცაძის ქუჩა N9-ში...
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე გლდანის მეორე მიკრორაიონის N45 და N35 კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა.
"გლდანის მეორე მიკრორაიონის N45 კორპუსის VI სადარბაზოსა და N35 კორპუსის I და II სადარბაზოებში, მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდება ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. პროექტისთვის ღირებულება 137 801 ლარია", - განმარტავენ გამგეობაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის...
ქალაქ კასპში სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. შეცვლილია სასმელი წყლის და წყალარინების ქსელის გაყვანილობები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჩატარდა ლესვითი სამუშაოები, ცენტრალური გათბობის მონტაჟი და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები. შენობაში ამჟამად შიდა ინტერიერზე მუშაობენ.
შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის (პანდუსი, სველი წერტილები). სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 555 291 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან...
ნაძალადევის რაიონში, არბოს ქუჩა ა და ბ კორპუსების მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 694 გრძივ მეტრზე იცვლება წყალარინების გარე და შიდა ქსელი, ასევე, მოეწყობა 13 საკომუნიკაციო ჭა.
"ამ მისამართზე წყალარინების ქსელის გაუმართაობის გამო მუდმივად პრობლემები ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას. კორპუსის ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, მთლიან ეზოში დაიგება ასფალტის საფარი. ეს უკვე ცალკე საგზაო პროექტი იქნება. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ კორპუსებში მცხოვრებ 111...
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 570 000 ლარია.
სააღმზრდელო დაწესებულება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, 180 ბავშვს მოემსახურება. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 1 520 კვ.მ-ია.
შენობაში მოეწყობა გასახდელები, ბუფეტი, საკუჭნაო, დარბაზი, საძინებელი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბე ოთახები.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
ზუგდიდის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია ადგილზე გაეცნენ.
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ყულიშკარში 1700 მეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ბეტონის საფარი. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს.
„უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, თუ როგორ არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები და ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი. კარგად ვარ, ორშაბათიდან...
გორის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. უწყებამ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჭრა-კერვა-მოდელირების კურსები 3 180 ლარით დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25 მოქალაქე გადამზადების კურსს უსასყიდლოდ გაივლის. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. წარმატებული 15 ბენეფიციარი დასაქმდება სამკერვალო საწარმო „ლიდერში“, რომლის ბაზაზეც დაგეგმილია პროექტის განხორციელება.
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდე), იძულებით გადაადგილებულ...
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟის სამუშაოები უკვე დაიწყო.
30 წელია არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ.
ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში შესაძლებელი გახდება 50 ბავშვმა კომფორტულ გარემოში...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მუშაობა გრძელდება.
ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქალაქ წყალტუბოში გარემოს არსებული მდგომარეობა განიხილეს და აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
განიხილეს სასმელი წყლის ხარისხის, მოსახლეობისთვის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის, ქალაქში არსებული მწვანე საფარის, ეკოლოგიური მდგომარეობის, ჯანდაცვის კუთხით არსებული ეპიდსიტუაციის საკითხები.
წარმოადგინეს პრეზენტაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებისა და გარემოს...
18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება გაიცემა 200 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით იმ ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტონგო ქულა 0-დან 160 000-მდე. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მერიის მიერ გავრცელებული ცნობით, 150 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე,...
ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს, - აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვის ტექსტში. მისი თქმით, ეს ენები სკოლებში არჩევით საგნად უნდა ისწავლებოდეს.
"რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































