ქობულეთის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლას გაარემონტებენ

550

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლების რეაბილიტაცია 2021 წელს განხორციელდება.

სკოლები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება:

  • სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
  •  სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
  • სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა (ძირითადი და საბაზო კორპუსები)
  • სსიპ ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლა
  • სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლა
  • სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
  • სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუსაოების ფარგლებში განხორციელდება სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის, სახურავის, ფასადის და შიდა კეთიმოწყობის სამუშაოები. ასევე, სკოლები  ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

შესყიდვის საპროექტო ღირებულება ჯამში შეადგენს 1 152 218 ლარს.

ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ხუცუბნის სკოლისა და ზენითის სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება 3 741 710 ლარს შეადგენს.