გორის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. უწყებამ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჭრა-კერვა-მოდელირების კურსები 3 180 ლარით დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25 მოქალაქე გადამზადების კურსს უსასყიდლოდ გაივლის. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. წარმატებული 15 ბენეფიციარი დასაქმდება სამკერვალო საწარმო „ლიდერში“, რომლის ბაზაზეც დაგეგმილია პროექტის განხორციელება.
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდე), იძულებით გადაადგილებულ და ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს. რეგისტრაციის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 30 აპრილს იწურება. მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ – 595 90 86 91;
გორის მერია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ პროექტს მეხუთე წელია აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში დღემდე გადამზადებულ ბენეფიციარებს შორის დასაქმდა 62.
არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნაბიჯი განვითარებისთვის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი „გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი 18-29 წლამდე ახალგაზრდების გადამზადება დასაქმების მიზნით“ გორის მერიამ „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსა.
პროექტის ჯამური ღირებულება 4410 ლარია.