გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე გლდანის მეორე მიკრორაიონის N45 და N35 კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა.
“გლდანის მეორე მიკრორაიონის N45 კორპუსის VI სადარბაზოსა და N35 კორპუსის I და II სადარბაზოებში, მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდება ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. პროექტისთვის ღირებულება 137 801 ლარია”, – განმარტავენ გამგეობაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.