რა დახმარებას გასცემს ბორჯომის მერია მრავალშვილიანი ოჯახებისათვისთვის

441

18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება გაიცემა 200 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით იმ ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტონგო ქულა 0-დან 160 000-მდე. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მერიის მიერ გავრცელებული ცნობით, 150 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

150 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი შშმ პირი ჰყავთ.

ბორჯომის მერია ფინანსური დახმარების პარალელურად მრავალშვილიან ოჯახებს ხელს უწყობს კომუნალური გადასახადების დაფარვაში. მერია მრავალშვილიან ოჯახებს ბუნებრივი აირის გადასახადს 30 ლარის, ელექტროენერგიის გადასახადს კი 15 ლარის ფარგლებში უნაზღაურებს.

ვიდეო-ინსტრუქცია, პროგრამით დაინტერესებულ მოქალაქეებს დაეხმარება სწორი ინფორმაციის მიღებასა და დაფინანსების მოპოვებაში