პრეზიდენტი: სკოლებში მეგრული და სვანური ენები არჩევით უნდა ისწავლებოდეს

388

ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს, – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვის ტექსტში. მისი თქმით, ეს ენები სკოლებში არჩევით საგნად უნდა ისწავლებოდეს.

“რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!”, – ამბობს პრეზიდენტი.