გამგეობა: საბურთალოს რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურა წესრიგდება

663

საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგეობაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამსახურდიას გამზირი N15-ში სამივე სადარბაზოში ლიფტები განახლდა და ახლა სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს. ასევე, ლიფტები რეაბილიტირდა დოლიძის ქუჩა N10 კორპუსშიც.

აღნიშნული პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 164 683 ლარით დაფინანსდა.

გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირი N1, N3-სა და ცინცაძის ქუჩა N9-ში სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

“პროექტის განხორციელების შედეგად, ჭერი და კედლები გაილესა და სამღებრო სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული პროექტები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 112 620 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.