2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 116 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 107 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის...
რუსთავში 2 ვადით ერთი და იგივე ხელმძღვანელი პირი 10 სკოლას ჰყავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა დაუდასტურა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, პირი, რომელიც სკოლას 2 ვადით მართავდა, იგივე დაწესებულებაში მე-3 ვადით არჩეული ვეღარ იქნება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის გამოცხადება გადაიდო. მხოლოდ კონკურსის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, ვინ დარჩება,...
გორის მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურს მგზავრები თBჩ ბანკის ბარათებით გადაიხდიან. მგზავრობა ფასიანი მას შემდეგ გახდება, რაც გაჩერებებზე საინფორმაციო ეკრანების, ხოლო ავტობუსებში საბარათე აპარატურის მონტაჟი დასრულდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ეს ექსკლუზიური უფლება ბანკმა 2020 წლის ბოლოს მერიაში გამართულ ღია კონკურსში მოიპოვა, სადაც 6 ბანკი მონაწილეობდა. ხელშეკრულება მერიასა და ბანკს შორის გაფორმებულია 5 წლის ვადით. გადახდა ავტობუსებში მოხდება აღნიშნული ბანკის ბარათებით....
ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების ფონზე საკოორდინაციო საბჭო სააღდგომო პერიოდში შეზღუდვების დაწესების სამომავლო გეგმას დღეს განიხილავს. კვირაზე მეტია, რაც დადებითობის მაჩვენებელი 5%- ს უახლოვდება, ამავდროულად, ქვეყანა კორონავირუსის ახალი, ინდური შტამის საფრთხის წინაშე დგას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამის გამოჩენის დიდი შანსია. მისივე თქმით, საქართველოში პიკური პერიოდი მაისის პირველ ორ კვირაში გამოვლინდება. მისივე განმარტებით, ქვეყანაში...
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საჭიროა, მოსახლეობამ რეგულაციების დაცვა, სახელმწიფომ კი, აღსრულების უზრუნველყოფა გააგრძელოს.
„ეპიდვითარება არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას. სამწუხაროდ, ჰოსპიტალებშიც გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, მაგრამ პირბადეების მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია. ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა, ჩვენმა მოწოდებებმა შედეგი გამოიღო. პირბადის ტარების მაჩვენებელი უკვე 70%-ს აჭარბებს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რეგულაციების აღსრულების კუთხით და არავის არ უნდა მიეცეს მათი დარღვევის უფლება“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქის საერთო ფართიდან, რომელიც 36 ათას ჰექტარს შეადგენს, 14 ათასი ჰექტარი მშენებლობისთვის რეკომენდებული არ არის, - ნათქვამია პირველი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განვითარებას იწყებს.
მისი განმარტებით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.
„მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიქტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე, ყველა ქალაქისა და მუნუციპალიტეტის კურორტებისა და სახლების ურბანულ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მისივე თქმით, პროექტის პირველი ეტაპის...
ხვალიდან პარლამენტს გარეთ დარჩენილი და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან. ხვალვე საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, რის შემდეგაც საკითხის სასესიო მოსმენები დაიწყება.
კანონპროექტის ინიცირების შემდეგ კი პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს, რომლის მიხედვითაც გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც ცნობილია, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ლეიბორისტული პარტიის“ არჩეული დეპუტატები.
წინა სტატია
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები ხვალიდან დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ახლა პირველი ვიცესპიკერი ასრულებს. ხვალ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
ამის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიმართება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარისა და ვიცესპიკერის არჩევის საკითხები დაემატება. ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა იქნება საჭირო.
„ქართულმა...
სოფელ ბადიაურში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
პროექტის ღირებულება 91 258 ლარს შეადგენს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს "კავკასავტომაგისტრალი" ასრულებს.
სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში- ივნისის ბოლოს დასრულდება.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, მიმაჩნია, რომ პარლამენტში, შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, მიმაჩნია, რომ ჩემი...
რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შარლ მიშელის მიერ...
მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მისივე თქმით, ყველაფერი საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად ვარ დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ...
ხარაგაულის აგრარული ბაზარი 2020 წლის 31 მარტს დაიხურა და მას შემდეგ ბაზრის თანამშრომელთა ნაწილი ღია ცის ქვეშ ვაჭრობს. პარასკევსა და კვირას კი სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს თავიანთი პროდუქციის რეალიზება ქუჩაში უწევთ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„ქუჩაში დგომას ყველაფერი ჯობია, – ამბობს გარემოვაჭრე ლალი შერგელაშვილი, – თავს აქ ვაჭრობით ვირჩენთ. ბაზარში ვერ შევდივართ. შიგნით ელემენტარული პირობები არ არსებობს – წყალიც კი არ არის, ხელი...
"ქალაქის შემოსასვლელში, პროფესიული კოლეჯისა და ტექნოპარკის შენობების მაღლა, ფერდობზე განთავსებული ბანერი "მე მიყვარს კასპი" დაამტვრიეს.' - აღნიშნულია კასპის მერიის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, ღამით განათებული ბანერი ქალაქში შემომსვლელს განათებული ხვდება და ქალაქისადმი კასპელთა სიყვარულს ამცნობს. თუმცა ქალაქს არამოყვარულიც (ები) ყოლია.
"წუხანდელ ღამეს ბანერი არ განათებულა, მიზეზი კი ქალაქის არაკეთილმოსურნე ადამიანის(ების) დამსახურებაა, რომელმაც (თაც) ბანერის წარწერიდან 2 ასო დააზიანეს და სადენები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































