ბანერი “მე მიყვარს კასპი” დაამტვრიეს

574

“ქალაქის შემოსასვლელში, პროფესიული კოლეჯისა და ტექნოპარკის შენობების მაღლა, ფერდობზე განთავსებული ბანერი “მე მიყვარს კასპი” დაამტვრიეს.’ – აღნიშნულია კასპის მერიის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, ღამით განათებული ბანერი ქალაქში შემომსვლელს განათებული ხვდება და ქალაქისადმი კასპელთა სიყვარულს ამცნობს. თუმცა ქალაქს არამოყვარულიც (ები) ყოლია.

“წუხანდელ ღამეს ბანერი არ განათებულა, მიზეზი კი ქალაქის არაკეთილმოსურნე ადამიანის(ების) დამსახურებაა, რომელმაც (თაც) ბანერის წარწერიდან 2 ასო დააზიანეს და სადენები გადაჭრეს. ბანერს, როგორც საახალწლოდ დაზიანებული ნაძვისხე აღდგენილი იქნება, მაგრამ რატომ, რატომ არ გიყვართ თქვენი ქალაქი???” – მიმართავს კასპის მერი კასპელებს.