საგარეჯოს სოფელ ბადიაურში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზა იგება

461

სოფელ ბადიაურში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

პროექტის ღირებულება 91 258 ლარს შეადგენს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს “კავკასავტომაგისტრალი” ასრულებს.

სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში- ივნისის ბოლოს დასრულდება.