კულუმბეგოვი: ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა – პირბადის ტარების მაჩვენებელი უკვე 70%-ს აჭარბებს

326

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საჭიროა, მოსახლეობამ რეგულაციების დაცვა, სახელმწიფომ კი, აღსრულების უზრუნველყოფა გააგრძელოს.

ეპიდვითარება არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას. სამწუხაროდ, ჰოსპიტალებშიც გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, მაგრამ პირბადეების მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია. ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა, ჩვენმა მოწოდებებმა შედეგი გამოიღო. პირბადის ტარების მაჩვენებელი უკვე 70%-ს აჭარბებს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რეგულაციების აღსრულების კუთხით და არავის არ უნდა მიეცეს მათი დარღვევის უფლება“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.